საათის მექანიზმის ტიპები

საათის მექანიზმი იგივე კალიბრი, იგივე საათის ძრავა – მთავარი გამწევი ძალა, რომელიც აკონტოლებს დროის სწორად ათვლასა და მის შენარჩუნებას.


კალიბრი გახლავთ ქრონომეტრის შიდა მოწყობილობა, რომელიც ამოძრავებს საათის ისრებსა და მის ყველა სხვა ელემენტს: ქრონოგრაფი, ყოველწლიური კალენდარი, დამატებითი საათის მაჩვენებელი და სხვა.

დღესდღეობით არსებობს უამრავი სახის მექანიზმი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ორ ძირითად კატეგორიას გამოყოფენ – კვარცი და მექანიკური.

ამ ორი მექანიზმის მთავარი განმასხვავებელი ნიშნებია: კვარცი – ერთჯერადი წიკწიკი, მექანიკური – მონოტონური მოძრაობა.

 

კვარცის საათი

კვარცის მექანიზმი ძალიან ზუსტი და უბრალოა, რომელსაც დროდადრო ელემენტის გამოცვლის გარდა არაფერი სჭირდება. მას შემდეგ რაც ამ მექანიზმმა ელემენტზე მუშაობა დაიწყო მისი ღირებულება საკმაოდ შემცირდა.

კვარცის საათები არც თუ ისე სასურველი ნივთია საათების მოყვარულთათვის, რის მიზეზადაც მათი დიზაინისა და შესრულების ნაკლებად ტექნიკური ოსტატობა სახელდება.

 

როგორ მუშაობს კვარცის საათი

ელემენტი აგზავნის ელექტრონულ იმპულსს მცირე ზომის კვარცის კრისტალის გავლით, აელექტროებს კრისტალს და ქმნის ვიბრაციებს. ვიბრაციები კი ქმნიან რხევით მანევრებს და ამუშავებენ ძრავას, რაც თავის მხრივ ამოძრავებს საათის ისრებს.

 

მექანიკური საათი

 

 

ძვირადღირებული საათების არჩევისას ხშირად მექანიკურ მექანიზმს ამჯობინებენ, რაც მისი მაღალი ხარისხითა და ოსტატურად შესრულებული დიზაინით არის განპირობებული.

საათების გამოცდილი მწარმოებლების მიერ უნაკლოდ აწყობილი მექანიზმები უამრავ რთულ და მცირე ზომის კომპონენტს შეიცავს, რომელთა ურთიერთქმედებაც იწვევს ქრონომეტრის ამუშავებას.

მართალია მექანიკური საათების ძირითადი კონსტრუქცია საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა, თუმცა ტექნოლოგიურმა განვითარებამ საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ტექნიკური მხარის დახვეწასა და დეტალებზე აქცენტირებაზე.

 

როგორ მუშაობს მექანიკური საათი

კვარცის მექანიზმისაგან განსხვავებით მექანიკური მექანიზმი ენერგიას დახვეული ზამბარისაგან იღებს. ეს ზამბარა იმარაგებს ენერგიას, შემდეგ კი გადასცემს კბილანებისა და ზამბარების მთელ წყობას და ამავდროულად არეგულირებს ენერგიის გამოშვებას, რომელიც თავის მხრივ კვებავს საათის მექანიზმს.

 

მექანიკური საათის ტიპები

 

დრესდღეობით გვხვდება ორი ტიპის მექანიკური საათი: მექანიკური და ავტომატური. ორივე ტიპს მისთვის დამახასიათებელი უნიკალური მექანიზმი აქვს.

მართალია მექანიკური მექანიკური საათი უპირობო ლიდერად ითვლება, მაგრამ ყველაფერს მაინც პირად სიმპათიებსა და ინტერესებზეა დამოკიდებული.

 

როგორ მუშაობს მექანიკური მექანიზმი

იმისათვის რათა დაიქოქოს მექანიკური საათი აუცილებელია დაგროვდეს პოტენციური ენერგია, რაც მოსამართის დატრიალების ხარჯზეა შესაძლებელი.

ხელით მოსამართი საათების დაქოქვის ინტერვალი მექანიზმში არსებული ენერგიის მარაგზეა დამოკიდებული. ინტერვალი შეიძლება იყოს 24 საათი, ხუთი დღე და მეტი. ზოგ საათს ყოველდღიური მომართვა სჭირდება, ზოგს კი, მაგალითად Panerai Luminor GMT–44MM-ს, რვა დღის სამყოფი ენერგიის მარაგი აქვს.

 

როგორ მუშაობს ავტომატური მექანიზმი

 

მექანიკური და ავტომატური მექანიზმების მუშაობა მეტწილად ერთნაირია, ერთადერთი განსხვავება როტორის მეტალის წონაა. როტორი უშუალოდ მექანიზმს უკავშირდება, რაც თავისუფლად ბრუნვის საშუალებას აძლევს. მაჯის ყოველ მოძრაობასთან ერთად როტორიც ბრუნავს და გადასცემს ენერგიას ძირითად ზამბარას, რომელიც ავტომატურად ქოქავს საათს.

ავტომატურ მექანიზმიან საათებსაც სჭირდებათ მომართვა, მაგრამ ინტერვალი მკვეთრად დიდია. იმ შემთხვევაში, თუ საათი ყოველდღე გიკეთია, იგი თავად გამოიმუშავებს მომართვისათვის აუცილებელ ენერგიას.