ჯაზის 10 ლეგენდა რომელთა სტილმაც გაუძლო დროს

კრისტიან ვებერის ფოტოგრაფია

მუსიკალური ინსტრუმენტებისა და იმპროვიზაციის მოუთოკავი სურვილის დახმარებით, ჯაზის ამ ათმა გიგანტმა გვამოგზაურა სამყაროში, სადაც ფეხი აქამდე არავის დაუდგამს. ისინი ჯერ კიდევ ჩვენ გვერდით არიან, ჯერ კიდევ ქმნიან ისტორიას და რაც მთავარია ყოველთვის ექსტრავაგანტულად გამოიყურებიან.

ფეროუ სენდერსი

ჰამარუ - ჯაზის ლეგენდა

ქურთუკი $2,490 Ermenegildo Zegna Couture, სვიტერი $345 Sandro, სათვალე Krewe, ფეზი ნიგერიიდან

 საკი76

 მუსიკალური ხედვა:

უკომპრომისო ასტრალური განგსტერი და სულიერი ენერგიის გამოღვიძების ოფიციალური საქსოფონისტი. მისი მუსიკის განმსაზღვრელად “The Creator Has a Master Plan,” შეიძლება ჩაითვალოს. ეს არის 32 წუთიანი დაუნდობელი მოგზაურობა მუსიკის სიღრმეში, რომელიც თავის თავში სილამაზეს და დემონური ხმების თავისუფლებას სახავს.

ჩაცმულობა:

„პიჯაკების და ჰალსტუხების ტარება მომბეზრდა და გადავწყვიტე განსხვავებულად ჩაცმა“ – ამბობს ჯაზის ლეგენდა.

 

 რონ კარტერი

 

საკუთარი პიჯაკი, პერანგი $345 Ermenegildo Zegna, ქუდი $275 JJ Hat Center, სამაჯური Fratelli Rossetti, ბეჭედი vintage

ასაკი: 82

სიმზე გატარებული ცხოვრება:

Miles Davis Sideman უნივერსიტეტის კურსდამთავრებული კარტერი დღესაც მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და აფრქვევს იმავე მუსიკას რომელსაც 1960 წლიდან არ ღალატობს. „ - ყველაფერი ამ მუსიკაშია“ ამბობს ის. „ - მე ვინარჩუნებ მუსიკის პირველსახეს, როგორც ამას რეტრო ბენტლის მფლობელი გააკეთებდა“.

პიჯაკი:

პიჯაკის დიზაინი მის მეუღლეს, ყოფილ მოდელს ქვინთელ ვილიამს–კარტერს ეკუთვნის.

პიჯაკის გარეშე მუსიკას ვერ შევეხები. ეს არის ის, რაც ყველაფერს იდეალურ იერსახეს აძლევს“ – რონ კარტერი

 ჩარლზ ლოიდი

 

ბლეზერი $2,395 პერანგი $1,045 შარვალი $2,095 Giorgio Armani, ვინტაჟური ბერეტი Hermès, სათვალე Melissa Eyewear, ბეჭდები vintage

 

ასაკი81

მისი ხმა:

1989–დან 2015 წლამდე, ლოიდი ქმნიდა მუსიკას ECM არტ–მუსიკალური ლეიბლის ქვეშ. მისი შემოქმედება და მუსიკა ისტორიას დაგვრჩება როგორც ერთ–ერთი პირველი ჯაზ არტისტის ნაშრომი, რომელმაც მილიონ ჩანაწერზე მეტი გაყიდა (იგულისხმება 1967 წლის ლაივ სეტი Forest Flower).

ჯაზმენი, როგორც სამოდელო ინსპირაცია:

„ - იოჯი იამამოტომ საკმაოდ დიდი როადენობის ტანსაცმელი შექმნა ექსკლუზიურად ჩემთვის და რამდენჯერმე მათ მოდელადაც მიმიწვია პარიზსა და ტოკიოში. ჩვენ ნამდვილად ვიზიარებთ ესთეტურ მგრძნობიარობას.“ – ამბობს ჩარლზ ლოიდი

  ჩემი აზრით სტილი შინაგანი თვისებაა. ზოგს აქვს, ხოლო ზოგს არა.“ – ჩარლზ ლოიდი

 

უეინ შორთერი

ყელსაბამი Loree Rodkin, ბეჭეიდი და ზედა სამაჯური David Yurman, ქვედა სამაჯური Bottega Veneta, საათი Zenith

ასაკი86

მემკვიდრეობა:

1960–იანების შუა პერიოდში მის ხელში აღმოჩენილი საქსოფონი სამურაის ხმალზე ბასრი და ელეგანტური გახლდათ. მისი ნაშრომი მოიცავს როგორც სოლო ჩანაწერებს, ასევე რამოდენიმე კოლაბორაციულ ალბომს (შორთერმა მინიმუმ ექვსი ალბომი შექმნა 1964–65 წლებში). მან შეძლო და დაიმსახურა ნანატრი ადგილი ლეგენდარული მაილს დევისის ბენდში, მეგობარ ჰერბი ჰენკოკთან ერთად (კლავიში).


იდეაფიქსი:

„მაილსი ამბობდა - ერთი შეხედვით გეტყვი შეუძლია თუ არა ადამიანს დაკვრა მხოლოდ მის ჩაცმულობასა და მიხვრა–მოხვრაზე დაკვირვებით.“ – იხსენებს შორთერი

 ჰერბი ჰენკოკი

ქურთუკი $2,400 Jeffrey Rüdes, პერანგი $245 Sandro, ვინტაჟური შარვალი Etro, ქუდი $120 Stetson Cloth Hats & Caps, ფეხსაცმელი Emporio Armani, საათი Chopard, ბეჭედი David Yurman, სათვალე L.G.R

ასაკი79

ლეგენდარული ჰიტები:

ჰენკოკი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახლდათ ჯაზის აღმავლობის პერიოდში(მეოცე საუკუნის შუა პერიოდი). მისი 1973 წლის ფიუჟენ ალბომი “Head Hunters” გამოსვლიდან უმოკლეს დროში პლატინის გახდა. 80–იანებში ჰერბიმ ჰიპ–ჰოპსაც შეუტია და მისი სინგლი „Rockit” ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ნაშრომი იყო. მოგვიანებით ჯონი მიტჩელის სეტის ქავერით გრემის მოპოვებაც შეძლო მეგობარ უეინ შორთერთან ერთად (საქსოფონი).

შოფაჰოლიკი?:

„ - არც თუ ხშირად გავდივარ საყიდლებზე“ ამბობს ჰერბი. „ - მაგრამ როცა გავდივარ, ვყიდულობ ყველაფერს რასაც ვხედავ, რადგან არავინ იცის გავალ თუ არა რაიმეს შესაძენად შემდეგი 1–2 წლის განმავლობაში.” – ამბობს კლავიშის ჯადოქარი.

 ჩიქ კორეა

ქურთუკი $2,495 Ralph Lauren, შარფი $175 Paul Smith

ასაკი: 78
ცოტ–ცოტა და ყველაფერი:

გრემიზე ნომინირებული 64–ჯერ, რაც ერთი შეხედვით არარეალური მაჩვენებელია. კორეა ფანტასტიურად გრძნობს თავს როგორც აკუსტიკურ, ასევე ელექტრო კლავიშთან. „გარეულია“ საბავშო კლასიკურ მუსიკაშიც და ჩაწერილი აქვს საშობაო მუსიკა ჯონ ტრავოლტასთან და ოლივია ნიუტონ–ჯონთან ერთად. ეს არის ადამიანი, რომელიც მოსიარულე მუსიკად შეიძლება ჩაითვალოს.

ჯანმრთელი ნიშნავს ბედნიერს:

„ - დაახლოებით 5 წლის წინ მცენარეულ საკვების დიეტას მივჰყავი ხელი და შედეგად 50 კილოგრამამდე დავიკელი. სურვილის შემხვევაში ინტერნეტში აუცილებლად მიაგნებთ 120 კილოგრამიან ჩიქ კორეას ფოტოებს, ახლა კი მხოლოდ 65 კილოგრამი ვარ. წელის ზომა 44–დან 33–მდე შემიმცირდა. ტანსაცმელზე კომენტარს აღარც გავაკეთებ, ყველაფერი თავიდან მოვიშორე და მინდა გითხრათ, რომ საოცარი შეგრძნება იყო“. – ჩიქ კორეა

როი ეიერსი

ქურთუკი $3,528 Louis Vuitton, სვიტერი $2,895 შარვალი $1,025 Giorgio Armani, ფედორა $240 Worth & Worth by Orlando Palacios, ყელსაბამი Degs & Sal (top) Renvi, ბეჭედი David Yurman, სამაჯური John Hardy

ასაკი: 79

მისტერ Smooth:

როი ეიერსი ჯაზის, ფანქის და დისკო ბუგის ლეგენდარული მიქსმენი. 70–იანების გრუვის ჰედლაინერი, რომელმაც დაარღვია მუსიკის ნორმები და მოგვცა საოცარი ჟღერადობა.

კარიერული ცხელი წერტილი:

ეიერსი დღემდე მიიჩნევს, რომ მისი ჰიტი “Everybody Loves the Sunshine” საუკეთესოა მათ შორის, რაც კი ოდესმე შეუქმნია. – რასაც ჰიპ–ჰოპის ერთ–ერთი OG დოქტორ დრე ნამდვილად ეთანხმება. “Everybody Loves the Sunshine” ყველა მელომანისთვის შესანიშნავად ცნობილი ბიოფიქის „Straight Outta Compton“–ის საუდტრეკია.

“მე მხოლოდ და მხოლოდ მოგზაური მუსიკოსი ვარ, რომელიც მუსიკის გზაზეა შეყვარებული.“ – როი ეიერსი

 

 

 

მაკკოი ტაინერი

პიჯაკი $6,395 სვიტერი $595 Ermenegildo Zegna, საათი Chopard, ბეჭედი და სამაჯური John Hardy, სამაჯური Le Gramme

ასაკი: 80

მემკვიდრეობა:

ბალადების მისტიური მეფე, რომელმაც გადააფასა დახვეწილი კლავიშის გაგება. ტაინერმა წლები გაატარა თავგადასავლების მოყვარულ ჯონ კოლტრეინის გვერდით და დაუკრა ისეთი მუსიკა, როგორებიცაა „My Favorite Things“ და არაამქვეყნიური „A Love Supreme.”

სათვალე Dita Eyewear

სესილ ტეილორი

სეტი $1,198 ვესთი $598 შარვალი $398 John Varvatos, პერანგი $195 PS by Paul Smith, ყელსაბამი Tiffany & Co. Miansai, ბეჭედი Cartier, კეპი Burberry, სამაჯური და სათვალე vintage

ასაკი: მუსიკა და მუსიკალური სამყარო დატოვა 2018 წლის აპრილში 89 წლის ასაკში.

დაკვრის სტილი:

ტეილორის მიდგომა კლავიშთან ისეთივე ქაოტური და დამატყვევებელია, როგორც ლეგენდარული მხატვრის ჯექსონ პოლოკის ფერწერა. მას ახასიათებდა ველური და აგრესიულად იმპროვიზირებული
დაკვრის მანერა, რაც არანაირ საზღვრებში არ ჯდებოდა.

მუსიკა და სტილი:

მიუხედავად მისი 90–იანების სტილისა, ტეილორი ფანტასტიურად გადმოსახავდა იმპროვიზაციის ნიჭს ჩაცმულობაშიც. 2016 წელს უიტნი მუზეუმის პერფორმანსისას, სესილის ჩაცმულობა ნამდვილად გამოირჩეოდა მისი ჩვეული სტილისაგან. მას ეფარა შოკოლადის ფერი ბინი, ეცვა სპილოს ძვლის ფერი ფეხსაცმელი და ატლასის პიჯაკი იასამნისფერ–ოქროსფერი ქარიშხლის პრინტით.

 

როი ჰეინსი

ბლეზერი $2,150 Caruso, როლინგი $375 Boglioli, სათვალე Krewe, შარვალი და ბეჭედი vintage

ასაკი: 94

უკრავდა:

უკრავდა ყველასთან ვისი სახელიც ოდესმე გსმენიათ. მაგ.: სონი როლინზი, სტენ გეთსი, თელონიუს მონქი, ერიქ დოლფი, სარა ვოგანი და ა.შ.

ერთადერთი და განუმეორებელი:

„ - საკუთარ ჩაცმულობაზე პატარა ასაკიდან ვზრუნავდი“ ამბობს ჰეინსი, (ჰეინსი ასევე უკრავდა საქსოფონის ლეგენდასთან ჩარლი პარკერთად ერთად 1940–იანებში). „ - იქამდეც კი ვიდრე ცნობილი გავხდებოდი და საკუთარი გიგის გამართვას შევძლებდი, ტანსაცმელი დიდ როლს თამაშობდა ჩემ პერფორმანსში. ხალხი სპეციალურად მოდიოდა მოსასმენად და ჩაცმულობის სანახავად.“

 

-------