15 აუცილებლად სანახავი ფილმი A24-სგან

გამოიყენე პრომოკოდი "GASPAR" და ისარგებლე 15% ფასდაკლებით მეტალის ფაიფზე. 

 

A24 გახლავთ ნიუ-იორკში დაფუძნებული ამერიკული კომპანია, რომელიც რამდენიმე თქვენთვის საყვარელი ინდი ფილმი ავტორია და რომლის შესახებაც შესაძლოა არაფერი გსმენიათ.

A24 სამმა მეგობარმა დაარსა 2012 წელს ნიუ-იორკში, რის შემდეგაც კომპანიამ შესანიშნავი ფილმების შექმნას მიჰყო ხელი. იმ დროისათვის ინდი ფილმების შექმნა არამომგებიანად ითვლებოდა, თუმცა ამ მითის დამსხვრევა A24–ს ნამდვილად არ გასჭირვებია.

დღესდღეობით, A24 ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი კომპანიაა ჯილდოების მიღების თვალსაზრისით. დღევანდელი მონაცემებით კომპანიის ანგარიშზე ოსკარის 25 ნომინაციაა.

ჩვენ შევქმენით A24-ის 15 ფილმიანი სია, რომელიც დაგეხმარებათ გაერკვეთ ამ კომპანიის საოცარ ფილმოგრაფიაში.

მეოცე საუკუნის ქალები (20th Century Women)

მაიკ მილსის სასიყვარულო წერილი ექსცენტრულ ქალებს, რომლებმაც მისი პიროვნების, ინსპირაციებისა თუ სიყვარულის ფორმირებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ფილმი წარმოადგენს დინამიური ტრიოს (ანეტ ბენინგი, გრეტა გერვიგი, ელ ფენინგი) შესანიშნავ პერფორმანსს, რომლის არ ნახვაც კინემატოგრაფიის წინაშე ჩადენილი დანაშაულია.

 

 მთვარის შუქი (Moonlight)

ბარი ჯენკინსის ისტორია გარდატეხის ასაკში მყოფ ახალგაზრდაზე, ისევე იდეალურად ირეკლება ფილმის სათაურში, როგორც მთვარის შუქი წყლის ზედაპირზე. ეს არის ისტორია ემოციებისა და გარემოებების ჭიდილზე, რომლის არსიც დღევანდელ რეალობაში ჭექა-ქუხილის პირველი ტალღის მსგავსი სიკაშკაშით ელავს.

 

ექს რობოტი (Ex Machina)

ალექს გარლანდის მშვიდი სამეცნიერო კლასიკა, რომლის ეპიცენტრშიც ახალგაზრდა ნიჭიერი პროგრამისტია, ვითარდება ხელოვნურ ინტელექტის, კერძოდ რობოტის გარშემო, რომელსაც ადამიანისათვის დამახასიათებელი თვისებები აქვს. ფილმი იდეალურად ასახავს ფილიპ კ. დიკისეულ მომავლის აღქმას, რომელშიც დიდ როლს ანდროიდები, კერძოდ ხელოვნური ინტელექტის მატარებელი რობოტები თამაშობენ.

 

ლედი ბერდი (Lady Bird)

ლედი ბერდის გადაღების ავთენტური და ერთი შეხედვით მარცვლოვანი სტილი, მაყურებელს საკმაოდ უცნაურ შთაბეჭდილებას უქმნის. ერთი შეხედვით, თითქოს ფილმის მაგივრად ვუყურებთ ძველ ფოტოს, რომელსაც ღრმა ისტორია აქვს.

 

ამერიკული თაფლი (American Honey)

ეს არის ორსაათნახევრიანი ფილმი, რომლის ყურებისას საკუთარი თვალებით დაინახავთ როგორ გამოიყურება ცენტრალური ამერიკა, საავტომობილო ტრასაზე მოძრავი სატვირთო ავტომობილის ლუკიდან. 

 

დამშვიდობება (The Farewell)

ლულუ ვანის ნახევრად ავტობიოგრაფიული ზღაპარი სიცრუის შესახებ, რომელიც მის ოჯახს ერთდროულად ამყარებს და ანგრევს. ფილმი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც ოჯახური რეალობის აღქმა სითბო და მყუდროება რთულად აღსაქმელი კონცეპტია.

 

კარგი დრო (Good Time)


ფილმი ბანკების მძარცველი პერსონაჟის შესახებ, რომელიც ნიუ–იორკის ქუჩებსა და გარეუბნებში მოქმედებს და ძმის ციხიდან განთავისუფლებას ცდილობს.

 

კანის ქვეშ (Under the Skin)

ჯონატან გლაზერის საზარელი სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელიც ზოგიერთმა კინოკრიტიკოსმა სტენლი კუბრიკის ფილმოგრაფიას შეადარა.

 

90-იანი წლები (Mid90s)

ფილმი ვითარდება 13 წლის მოზარდის გარშემო, რომელიც ზაფხულს ლოს ანჯელესის სკეიტ პარკებში ატარებს. მთავარ როლში - სანი სულიკი, რომელიც ყველასათვის ცნობილია როგორც ბავშვი იორგოს ლანთიმოსის "სასულიერო ირმის მკვლელობა"-დან.

 

გქონდეთ პიტის იმედი (Lean On Pete)

ენდრიუ ჰეიგის ვესტერნი მარტოსული ბიჭის შესახებ, რომელიც მზადაა საყვარელი ცხენის გამო დედამიწა ფეხით შემოიაროს. ფილმი ემპათიის აბსოლუტური გამოვლინებაა და ჩარლი პლამერიც იდეალურ პერფორმანსს გვთავაზობს.

 

ექსტაზი (Climax)

გასპარ ნოეს ფსიქედელური ფილმი, რომელიც ვოგის მოცეკვავეების ჯგუფის გარშემო ვითარდება. ნარკოტიკები, ღამე, დაკარგული დროის აღქმა, მანიაკალური ფერადოვნება, ქაოსი, ეს არის ის რაც ამ ფილმს ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და განუმეორებელ სინემატიკურ გამოცდილებად აქცევს.  

 

გამოიყენე პრომოკოდი "GASPAR" და ისარგებლე 15% ფასდაკლებით მეტალის ფაიფზე. 

 

 

წმინდა ირმის მკვლელობა (The Killing of a Sacred Deer)

ბერძენი რეჟისორი თავის სტილს საგრძნობლად სრულყოფს ახალი შემაძრწუნებელი ფსიქოლოგიური თრილერით, რომლის ნახვის შემდეგაც ელი გულდინგის ძველ ჭრილში მოსმენა თითქმის შეუძლებელი ხდება.

 

პროექტი „ფლორიდა“ (The Florida Project)

ბრუკლინ პრინცისა და ვილემ დეფოს პერფორმანსის წყალობით, ფილმმა, რომელშიც სიღარიბე საკმაოდ უცნაური კუთხითა და ფერებით არის ასახული, საკმაოდ დიდი გამოხმაურება დაიმსახურა.

 

შუქურა (The Lighthouse)

ფილმის სიუჟეტი ვითარდება ატლანტიკის ერთ-ერთი არქიპელაგის საზარელ ტყვეობაში მყოფი, შუქურას შეფარებული ორი მამაკაცის ფსიქოლოგიური ომის გარშემო. ეს არის შავ-თეთრი ფილმი, რომლის ემოციურ სიუჟეტსაც საკმაოდ უხეში იუმორი უფრო მეტად ამძიმებს.

 

ლობსტერი (The Lobster)

A24–მა შექმნა ფილმი ე.წ. ბრმა პაემანის შესახებ. ფილმის სიუჟეტი საკმაოდ უცნაური მიმართულებით ვითარდება, რასაც პერსონაჟების ცხოველებად გარდაქმნა და ბუნების წიაღში გაუჩინარება მოჰყვება.