15 გამორჩეული ჩაცმულობა კინემატოგრაფიაში
გამოიყენე პრომოკოდი "SORRETINO" და ისარგებლე 20% ფასდაკლებით მეტალის ფაიფზე.
პერსონაჟის გარეგნობისა და ხასიათის ფორმირების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სწორად შერჩეული ტანსაცმელია. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში ტანსაცმელი პერსონაჟის სავიზიტო ბარათიც კი ხდება.
სტატიაში დავასახელებთ 15 ფილმს და 15 გამორჩეული ჩაცმულობის მქონე პერსონაჟს, რომელთა სტილიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ჰამფრი ბოგარტის რიკ ბლეინი (კასაბლანკა – Casablanca) დღესაც უნაკლოდ მოიხდენდა სმოკინგს, ხოლო რუსი ჯაშუში ილია (აგენტები U.N.C.L.E. - The Man From U.N.C.L.E.) იდეალურად მოერგებოდა 40–იანებს.
წარმოგიდგენთ ყველა დროის სამაგალითო ჩაცმის სტილს 15 შესანიშნავი ფილმიდან.
ფილმი: დიდებული სილამაზე (La Grande Belezza) – 2013
რეჟისორი: პაოლო სორენტინო
მსახიობი: ტონი სერვილო
პერსონაჟი: ჯეპ გამბარდელა
ინსპირაცია: ღია ფერის პიჯაკი, ფერების სარისკო შეხამება და წვეულებების ნამდვილი რომაელივით მოწყობა.
ფილმი: თომას ქრაუნის საქმე (The Thomas Crown Affair) – 1968
რეჟისორი: ნორმან ჯუისონი
მსახიობი: სტივ მაქუინი
პერსონაჟი: თომას ქრაუნი
ინსპირაცია: სამმაგი-პიჯაკი, ხელოვნება და ავტომობილი.
ფილმი: უკანასკნელი ამოსუნთქვა (À Bout De Souffle) - 1960
რეჟისორი: ჟან–ლიუკ გოდარი
მსახიობი: ჟან–პოლ ბელმონდო
პერსონაჟი: მიშელ პუაკარდი
ინსპირაცია: ქუდების არჩევანი, ქალბატონების მოხიბლვა.
ფილმი: კარტერის მოშორება (Get Carter) - 1971
რეჟისორი: მაიკ ჰოჯესი
მსახიობი: მაიკლ ქეინი
პერსონაჟი: ჯეკ კარტერი
ინსპირაცია: შავ მანტო, შეიარაღებული, სახიფათო.
ფილმი: კასაბლანკა (Casablanca) – 1942
რეჟისორი: მაიკლ ქერთიზი
მსახიობი: ჰამფრი ბოგარტი
პერსონაჟი: რიკ ბლეინი
ინსპირაცია: თეთრი სმოკინგი, დამშვიდობება აეროპორტში.
ფილმი: ცოფიანი ძაღლები (Reservoir Dogs) – 1991
რეჟისორი: ქუენთინ ტარანტინო
მსახიობი: მაიკლ მედსენი, ჰარვი კეიტელი, ტიმ როტი, სტივ ბუშემი, ქუენთინ ტარანტინო, ედ ბანკერი
პერსონაჟი: მრ. ბლონდი, მრ. უაითი, მრ.ორენჯი, მრ. ფინქი, მრ. ბრაუნი, მრ. ბლუ
ინსპირაცია: შავი პიჯაკი, თეთრი პერანგი, ვიწრო ჰალსტუხი, ბიზნესი უცხო ხალხთან.
ფილმი: ამერიკელი ჟიგოლო (American Gigolo) – 1980
რეჟისორი: პოლ შრეიდერი
მსახიობი: რიჩარდ გირი
პერსონაჟი: ჯულიანი
ინსპირაცია: პასტელის ფერების შეხამება, ისევ და ისევ ქალბატონების მოხიბლვა.
ფილმი: ტკბილი ცხოვრება (La Dolce Vita) - 1959
რეჟისორი: ფედერიკო ფელინი
მსახიობი: მარჩელო მასტროიანი
პერსონაჟი: მარჩელო რუბინი
ინსპირაცია: სათვალე, პიჯაკი, ტკბილი ცხოვრების იტალიური ინტერპრეტაცია.
ფილმი: ოუშენის 11 მეგობარი (Ocean's 11) - 1960
რეჟისორი: ლიუის მაილსთოუნი
მსახიობი: ფრენკ სინატრა
პერსონაჟი: დენი ოუშენი
ინსპირაცია: შავი პიჯაკი და შარვალი, ეფექტური სახელი კომპანიისთვის.
ფილმი: ამერიკელი ფსიქოპატი (American Psycho) - 2000
რეჟისორი: მერი ჰერონი
მსახიობი: კრისტიან ბეილი
პერსონაჟი: პატრიკ ბეიტმანი
ინსპირაცია: ზოლიანი პიჯაკი, სავიზიტო ბარათი, მინიმალისტური დეკორი.
ფილმი: მეამბოხე მიზეზის გარეშე (Rebel Without A Cause) – 1955
რეჟისორი: ნიკოლას რეი
მსახიობი: ჯეიმს დინი
პერსონაჟი: ჯიმ სტარკი
ინსპირაცია: ლურჯი ჯინსი, თეთრი მაისური, მოტოციკლი.
ფილმი: ნიჭიერი მისტერ რიპლი (The Talented Mr. Ripley) – 1999
რეჟისორი: ენტონი მინგელა
მსახიობი: მეთ დეიმონი, ჯუდ ლოუ
პერსონაჟი: ტომ რიპლი, დიკი გრინლიფი
ინსპირაცია: აივი ლიგის სტილი, იდეალური ჩაცმულობა სანაპირო–იახტა.
ფილმი: მარტოხელა მამაკაცი (A Single Man) - 2009
რეჟისორი: ტომ ფორდი
მსახიობი: კოლინ ფერტი
პერსონაჟი: ჯორჯი
ინსპირაცია: სათვალე მსხვილ ჩარჩოში, შავი ჰალსტუხი, თეთრი პერანგი, იდეალური წესრიგი.
ფილმი: აგენტები U.N.C.L.E. (The Man From U.N.C.L.E.) – 2015
რეჟისორი: გაი რიჩი
მსახიობი: არმი ჰამერი
პერსონაჟი: ილია
ინსპირაცია: როლინგი და არა პერანგი, იდეალური შეხამება, არქიტექტორი საბჭოთა კავშირიდან.
ფილმი: უოლ-სთრითი (Wall Street) – 1987
რეჟისორი: ოლივერ სთოუნი
მსახიობი: მაიკლ დუგლასი
პერსონაჟი: გორდონ გეკო
ინსპირაცია: პაჟები, როგორც დაუმსახურებლად დავიწყებული აქსესუარი.