3 სასაჩუქრე იდეა მამაკაცისთვის
ჰამარუ ეს არის ონლაინ მაღაზია, რომლის შექმნის ინსპირაციაც პრემიალური დიზაინისა და მაქსიმალურად პრაქტიკული ნივთების გარშემო ჩამოყალიბდა. ჩვენ შევარჩიეთ 3 ნივთი მინიმალიზმის და პრაქტიკულობის კომბნაციის გათვალისწინებით:
მეტალის საბარათე
49.00 ლარი
იდეალური საჩუქარი მათთვის, ვისაც მოსწონს მინიმალიზმი და მინიმალისტური ნივთები.
საბარათე დამზადებულია ულტრა მსუბუქი და მყარი საავიაციო ალუმინისგან, რაც მის კომპაქტურობას და საინტერესო დიზაინს უსვამს ხაზს.
საბარათეში თავსდება 5–6 ბარათი, რომლებიც სრულად არის დაცული არასასურველი RFID/NFC კონტაქტისაგან.
ტყავის საბარათე
99.00 ლარი
აჩუქე ყველაზე ორგანიზებული და მოწესრიგებული აქსესუარი, რომელიც დამზადებულია 100% ნატურალური ტყავისა და ალუმინის გლუვი ზედაპირის კომბინირებით, რაც საბარათეს განსაკუთრებულ ესთეტურობას ანიჭებს.
საფულეში 6–8 ბარათთან ერთად, ქაღალდის ფულის მოთავსებაც არის შესაძლებელი, რაც მას უკიდურესად პრაქტიკულ აქსესუარად აქცევს.
მეტალის ფაიფი
53.00 ლარი
საუკეთესო საჩუქარი მათთვის ვისთვისაც რიცხვი 420 განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
ფაიფი იდეალური არჩევანია, თუ საჩუქრის ადრესატი მოსაწევის ახლო მეგობარია. ფაიფი დამზადებულია თუთიის შენადნობისგან, რაც იცავს მას გახურებისგან.
ფაიფი არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, მარტივად თავსდება ნებისმიერ ჯიბეში და სუფთავდება რამოდენიმე წამში.
“ჰამარუ” იაპონურ სლენგში, რაიმეთი გატაცებას ან რაიმეზე დამოკიდებულებას აღნიშნავს. ეს არის გონების ტრანსფერის პროცესი, როდესაც ენთუზიაზმი გარდაიქმნება ფიზიკურ, ხელშესახებ რეალობად - ნივთად.